ატროპინის სულფატის ინექცია გამოიყენება პარასიმპათოლიზურ საშუალებად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხენების, ცხვრების, თხების და ღორების სამკურნალოდ. გარდა ამისა, იგი გამოიყენება ორგანოფოსფორით მოწამვლის ნაწილობრივი ანტიდოტის სახით.
როგორც პარასიმპათოლიზური:
კანქვეშა ინექციით:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენები: 0.03-დან 0.06 მგ/კგ სხეულის წონაზე.
ცხვარი, თხა: 0.03-დან 0.16 მგ-მდე/კგ სხეულის წონაზე.
ღორები: 0.02-დან 0.04 მგ/კგ სხეულის წონაზე.
ორგანოფოსფორის შემცველი ნივთიერებებით მოწამვლის ანტიდოტის სახით:
ორგანოფოსფორით მოწამვლის შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაორმაგდეს 0.5 მგ/კგ სხეულის წონამდე, საიდანაც ერთი მეოთხედი შეჰყავთ ინტრავენურად, დანარჩენი კი კანქვეშ. ეს დოზა შეიძლება განმეორდეს 3-4-ჯერ 4-6 საათის ინტერვალით, სანამ მოწამვლის კლინიკური ნიშნები არ გაქრება.
არ უნდა იქნას გამოყენებული ცხოველებში, რომლებსაც აქვთ ატროპინის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია).
გვერდითი მოვლენები მოიცავს პირის სიმშრალეს (ქსეროსტომია), დისფაგიას, ყაბზობას და წყურვილს.
ხორცი: 28 დღე
რძე: 7 დღე
შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.