დოქსიციკლინი მიეკუთვნება ტეტრაციკლინების ჯგუფს და მოქმედებს ბაქტერიოსტატიკურად მრავალი გრამდადებითი და გრან-უარყოფითი ბაქტერიის მიმართ, როგორიცაა Bordetella, Campylobacter, E. coli, Haemophilus, Pasteurella, Salmonella, Staphylococcus და Streptococcus spp. დოქსიციკლინი ასევე აქტიურია ქლამიდიის, მიკოპლაზმის და Rickettsia spp-ის მიმართ. დოქსიციკლინის მოქმედება ეფუძნება ბაქტერიული ცილის სინთეზის ინჰიბირებას. დოქსიციკლინს აქვს ფილტვების მიმართ დიდი აფინურობა და ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ბაქტერიული სასუნთქი გზების ინფექციების სამკურნალოდ.
ქათმები (ბროილერები):
დოქსიციკლინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ქრონიკული რესპირატორული დაავადების (CRD) და მიკოპლაზმოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
ღორები:
დოქსიციკლინის მიმართ მგრძნობიარე Pasteurella multocida-თი და Mycoplasma hyopneumoniae-თი გამოწვეული კლინიკური რესპირატორული დაავადების პრევენცია.
მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს დაავადების არსებობა ნახირში.
პერორალური მიღებისთვის. ქათმები (ბროილერები): 11.5 – 23 მგ დოქსიციკლინის ჰიკლატი/კგ სხეულის წონაზე/დღეში, რაც შეესაბამება 0.1 – 0.2 მლ დოქსიზოლ ორალს სხეულის წონაზე/კგ, ზედიზედ 3-5 დღის განმავლობაში. ღორები: 11.5 მგ დოქსიციკლინის ჰიკლატი/კგ სხეულის წონაზე/დღეში, რაც შეესაბამება 0.1 მლ დოქსიზოლ ორალს სხეულის წონაზე/კგ, ზედიზედ 5 დღის განმავლობაში.
შესაძლოა განვითარდეს ალერგიული და ფოტომგრძნობელობის რეაქციები. ნაწლავის ფლორა შეიძლება დაზიანდეს ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევა.
- ხორცისა და სუბპროდუქტებისთვის:
ქათმები (ბროილერები): 7 დღე
ღორები: 7 დღე
- კვერცხები: არ არის ნებადართული კვერცხმდებელი ფრინველების გამოყენება, რომლებიც ადამიანის მოხმარებისთვის კვერცხს დებენ.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, გრილ და მშრალ ადგილას, სინათლისგან დაცულ ადგილას.