მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხენის, აქლემის, ცხვრისა და თხის სხვადასხვა სახის შეშუპების სამკურნალოდ. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ტოქსინის გამოდევნის დასაჩქარებლად. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ფუროსამიდი ნაჩვენებია სარძევე ჯირკვლისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების ფიზიოლოგიური მშობიარობის შეშუპების სამკურნალოდ.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვრები, თხები, ცხენები და აქლემები.
ინტრამუსკულური და ინტრავენური ინექციისთვის.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:
20 მლ დღეში ერთხელ ან 10 მლ დღეში ორჯერ 12 საათიანი ინტერვალით. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს მშობიარობიდან 48 საათზე მეტხანს.
ცხენები და აქლემები:
ინდივიდუალური დოზაა 10-20 მლ დღეში ერთხელ ან ორჯერ, 6-8 საათიანი ინტერვალით, სასურველი შედეგის მიღწევამდე.
ცხვრები და თხები: 2-დან 5 მლ-მდე დღეში ერთხელ.
1. ხანგრძლივი გამოყენებისას და დიდი დოზებით გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოკალიემია, დეჰიდრატაცია და სისხლში ქლორიდის დაბალი დონე.
2. თავიდან უნდა იქნას აცილებული ამინოგლიკოზიდებთან კომბინაცია.
ხორცი: 5 დღე.
რძე: 3 დღე.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.