ენტერიტის, დიარეის, პარატიფოიდის, პასტერელოზის, პნევმონიის, მეტრიტის, მასტიტის, ართრიტის, საშარდე გზების ინფექციის, ცხელების, ანორექსიის მკურნალობა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ხბოებში, თხებში, ცხვრებში, ღორებში, გოჭებში, ძაღლებში, კატებსა და ფრინველებში.
კუნთშიდა ინექციით, დღეში ერთხელ, 3-4 დღის განმავლობაში.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი: 1 მლ 10 კგ სხეულის წონაზე.
გოჭები, ხბოები, თხები, ცხვრები: 1 მლ 7-8 კგ სხეულის წონაზე.
ძაღლები, კატები, ფრინველი: 1 მლ 5 კგ სხეულის წონაზე.
მომატებული მგრძნობელობა ტეტრაციკლინების, თიამფენიკოლის, დექსამეტაზონის, ბრომჰექსინის მიმართ.
თირკმლის და/ან ღვიძლის სერიოზული ფუნქციის დარღვევის მქონე ცხოველებისთვის გამოყენება.
პენიცილინებთან, ცეფალოსპორინებთან, ქინოლონებთან და ციკლოსერინთან ერთდროული მიღება.
კუნთში შეყვანის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი რეაქციები, რომლებიც რამდენიმე დღეში ქრება.
კბილების ფერის შეცვლა ახალგაზრდა ცხოველებში.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ხორცი: 21 დღე.
რძე: 3 დღე.
შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.