დოქსიციკლინი მიეკუთვნება ტეტრაციკლინების ჯგუფს და მოქმედებს ბაქტერიოსტატიკურად მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიის მიმართ, როგორიცაა Bordetella, Campylobacter, E. coli, Haemophilus, Pasteurella, Salmonella, Staphylococcus და Streptococcus spp. დოქსიციკლინი ასევე აქტიურია ქლამიდიის, მიკოპლაზმის და Rickettsia spp-ის მიმართ. დოქსიციკლინის მოქმედება ეფუძნება ბაქტერიული ცილის სინთეზის ინჰიბირებას. დოქსიციკლინს აქვს ფილტვების მიმართ დიდი აფინურობა და ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ბაქტერიული სასუნთქი გზების ინფექციების სამკურნალოდ.
კუჭ-ნაწლავის და სასუნთქი გზების ინფექციები, გამოწვეული დოქსიციკლინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიცაა Bordetella, Campylobacter, Chlamydia, E. coli, Haemophilus, Mycoplasma, Pasteurella, Rickettsia, Salmonella, Staphylococcus და Streptococcus spp. ხბოებში, თხებში, ფრინველებში, ცხვრებსა და ღორებში.
ჰიპერმგრძნობელობა ტეტრაციკლინების მიმართ.
ღვიძლის სერიოზული ფუნქციის დარღვევის მქონე ცხოველებისთვის გამოყენება.
პენიცილინებთან, ცეფალოსპორინებთან, ქინოლონებთან და ციკლოსერინთან ერთდროული მიღება.
აქტიური მიკრობული მონელების მქონე ცხოველებში შეყვანა.
კბილების ფერის შეცვლა ახალგაზრდა ცხოველებში.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
პერორალური მიღებისთვის:
ხბოები, თხები და ცხვრები: დღეში ორჯერ, 1 გრამი 100 კგ სხეულის წონაზე 3-5 დღის განმავლობაში.
ფრინველი და ღორი: 100 გრამი 500-1000 ლიტრ სასმელ წყალზე 3-5 დღის განმავლობაში.
შენიშვნა: მხოლოდ მცოხნავამდელი ხბოებისთვის, ბატკნებისა და თიკნებისთვის.
- ხორცისთვის:
ხბოები, თხები და ცხვრები: 14 დღე.
ღორი: 8 დღე.
ფრინველი: 7 დღე.